მეორე დღეა, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას წმენდენ. ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტის, დავით მახარაძის თქმით, 25 ივნისს მომხდარმა სტიქიამ ალაზნის ველზე მდებარე მე-11 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ალავერდის მონასტერი - მნიშვნელოვნად დააზიანა. ქარბორბალა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. „დარტყმა იყო ძალიან ძლიერი... არცერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, აქაურობა არის იავარქმნილი“, - თქვა მიტროპოლიტმა დავითმა. 25 ივნისის სტიქიამ, რომელსაც ადგილობრივებმა “ტორნადო” უწოდეს, ალავერდის მთავარი ტაძრის გუმბათის გარდა, დააზიანა კომპლექსში შემავალი სხვა ნაგებობებიც. კრამიტი აქვს მოხდილი მიტროპოლიტისა და სამონასტრო რეზიდენციებს, კელიებს, სიძველეთა საცავს და გალავანს. ქარბორბალამ მოგლიჯა რკინის კონსტრუქციები, ხის აივნები, ზეთისხილის პლანტაციები, ხილის ბაღები და სხვა მწვანე ნარგავები. სოფელ ალავერდში მცხოვრები ნელი შაშვიაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივებს მსგავსი სტიქია არ ახსოვთ. „შავი კვამლივით ტრიალებდა. თავიდან ხანძარი მეგონა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს იყო სტიქია... ასეთი რამ აქამდე მხოლოდ ფილმები მინახავს...“ ალავერდის სამონასტრო კომპლექსისთვის მიყენებული ზიანის სანახავად მივიდა ილია ბეგიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. „ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამიტომ მარტივი სამუშაო არ იქნება. საჭიროა დაზიანებების ღრმა შესწავლა, რათა სწორად დაიგეგმოს შემდგომი პროცესები.“ ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა. მასში წერია, რომ ადგილზე იმყოფებიან მათი წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას. три „მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები”, - წერია განცხადებაში. რადიო თავისუფლება დაინტერესდა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს, დოდო გვაზავას ჰკითხა, რა ბუნებრივი მოვლენა იყო ალავერდში და შეიძლება თუ არა ამ პროცესს ეწოდოს ტორნადო? „ტორნადოს ეძახიან ოკეანიდან ან ზღვიდან გადმოსულ ძლიერ ქარს, თუმცა შესაძლებელია მისი ხმელეთზე განვითარებაც. ის, რაც ალავერდში ვნახეთ, თვისებებით ჰგავს ტორნადოს და შესაძლებელია ეს სახელი მივანიჭოთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დოდო გვაზავამ. ასევე ნახეთ ალავერდის ტაძარი სტიქიის შემდეგ - ტერიტორიას მძიმე ტექნიკით ასუფთავებენ ქარბორბალამ ამოატრიალა ალავერდის ტაძართან მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა. მათ სხეულზე დაზიანე...