მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის ფონზე, კენიის პრეზიდენტმა გაიწვია კანონპროექტი გადასახადების ზრდისა და ახალი გადასახადების შემოღების შესახებ. პროტესტს ნაირობიში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა. კენიის პრეზიდენტმა იულიამ რუტომ საზოგადოებრივი დიალოგის დაწყების პირობაც დადო. საზოგადოებისადმი მიმართვაში რუტომ თქვა, რომ ის ითვალისწინებს ხალხის აზრს და მიდის დათმობაზე. სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები კენიაში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტები პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. რუტიმ დაღუპული დემონსტრანტების ოჯახებს მიუსამძიმრა. ასევე ნახეთ კენიაში მოკლეს გადასახადების ზრდის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც 25 ივნისს კენიის პარლამენტმა დაუჭირა მხარი, ქვეყნის მთავრობა საბიუჯეტოს დეფიციტისა და საგარეო ვალის შემცირებას გეგმავდა. კანონპროექტის კენჭისყრის დღეს, პოლიციასთან დაპირისპირებისას დემონსტრანტები დახოცეს. პოლიციამ საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენა, რაც ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით ვერ დაშალა აქციის ათასობით მონაწილე. ...