მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები იქნებიან: იზაბელა ოსიპოვა (სახალხო დამცველის კვოტა), მომხრე - 80; სოსო სტურუა (აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტა), მომხრე - 80; გია იაკობაშვილი („ქართული ოცნების“ კვოტა), მომხრე - 79. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ასევე ნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების შესარჩევ ცხრაკაციან კომისიაში ოთხი „იმედის“ წამყვანია მათგან ოსიპოვა და იაკობაშვილი გასულ წლებშიც იყვნენ სამეურვეო საბჭოს წევრები, სოსო სტურუა კი მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორად, შემდეგ კი გახდა ამავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. სამეურვეო საბჭოს სულ 11 წევრი ჰყავს, თითოეული მათგანი ექვსი წლის ვადით აირჩევა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, კომისიის შერჩეული კანდიდატებიდან სამს საპარლამენტო უმრავლესობის, სამს საპარლამენტო ოპოზიციის, სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“), დანარჩენ ორს კი სახალხო დამცველის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს. ...