უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული კავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად ხელი მოაწერა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება კიევს რამდენიმე წლით აძლევს იარაღის მიწოდებისა და უსაფრთხოების სფეროში სხვა სახის დახმარების გარანტიას. შეხვედრაზე ასევე ესტონეთთან და ლიეტუვასთან მოეწერა ხელი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს. დღეისთვის უკრაინამ უსაფრთხოების გარანატიების თაობაზე შეთანხმებებს მიაღწია 16 ევროპულ სახელმწიფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ასევე ნახეთ უკრაინაში ჩავიდა ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი პარტია - პეტრ ფიალა ასევე ნახეთ ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას იწყებს უკრაინასა და მოლდოვასთან ...