ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს. "დღეს ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება, დამყარება. სახელმწიფო მოქმედებს სწორედ ამ პასუხისმგებლობით. დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება. დღეს დაჯილდოვდა არაერთი დიასპორის წარმომადგენელი იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც მათ მიუძღვით ქვეყნის წინაშე. საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას", - თქვა კობახიძემ. 26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ასევე ნახეთ საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან 12.25 მილიონ ევროს მიიღებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ კიოლნში გამართავს, თბილისის დროით 23:00 საათზე. ...