კანდიდატები არიან: გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი. მისი კანდიდატურა წარადგინეს აკადემიური წრის წარმომადგენლებმა. როგორც საპროკურორო საბჭოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, მას მხარს უჭერს 463 პროკურორი და გამომძიებელი; იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური საპროკურორო საბჭოს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარუდგინა; იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე წარადგინა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ: „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“; იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა; იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს; იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა; იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე წარადგინა ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“; იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა; იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე წარადგინა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“; იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა; იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარადგინა. საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 23 მაისს დატოვა თანამდებობა საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მიზეზის გამო. ახალი გენერალური პროკურორის შერჩევის უფლებამოსილება საპროკურორო საბჭოს აქვს. ასევე ნახეთ ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოსტი კიდევ ერთხელ დატოვა - მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება კანდიდატურების წარდგენის ვადა 27 ივნისს ამოიწურა. საბჭო კანდიდატებიდან, სულ მცირე, სამს შეარჩევს და პარლამენტს გაუგზავნის დასამტკიცებლად. გენერალური პროკურორი ექვსი წლის ვადით აირჩევა. ...