ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება. ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, ორი გზის - 390 ევრო. ამ ეტაპისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ Georgian Airways-ი და Georgian Wings-ი, უკან კი მგზავრებს ჩამოიყვანს Georgian Airways-ი. თბილისი-კიოლნი: 29 ივნისი - გაფრენა 12:00 სთ-ზე; 29 ივნისი - გაფრენა 19:00 სთ-ზე; 30 ივნისი - გაფრენა 04:30 სთ-ზე. კიოლნი-თბილისი: 2 ივლისი - გამოფრენა 15:00 სთ-ზე. მგზავრები აეროპორტში უნდა მივიდნენ ფრენამდე სამი საათით ადრე. 26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. შესაბამისად, მაშინ გაირკვა, რომ 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ეთამაშებოდა. ასევე ნახეთ ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრები "ევრო 2024-ის" მერვედფინალში გავიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე. ბილეთის ფასი 50-დან 500 ევრომდე მერყეობს. ასევე ნახეთ უეფას ვებსაიტზე ესპანეთი-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო ...