სტრიმინგის სერვერმა Spotify-მ საიტიდან მოხსნა იმ რუსი შემსრულებლების გვერდები და სიმღერები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მათ შორს არიან შამანი (იაროსლავ დრონოვი), ჩიჩერინა, პოლინა გაგარინა, გრიგორი ლეპსი, ოლეგ გაზმანოვი და როკ-ჯგუფი „ლიუბე.“ ეს ინფორმაცია გაავრცელა Telegram-ის არხმა, “მშობლიურმა ხმამ”. ამ კვირის დასაწყისში ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესა გაგარინას და შამანს. სხვა მომღერლები - ჩიჩერინა, გაზმანოვი და „ლიუბეს“ წამყვანი ნიკოლაი რასტორგუევი - 2022 წლის ოქტომბერში მოხვდნენ სანქციების სიაში, ხოლო ლეპსი - იმავე წელს, დეკემბერში. Spotify-მ, სტრიმინგის უდიდესმა სერვერმა მსოფლიოში, რუსეთში საქმიანობა 2022 წლის აპრილში შეწყვიტა, უკრაინაში ომის დაწყების გამო. ასევე ნახეთ აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბანკებსა და იარაღის ელემენტებზეა მიმართული - ვიქტორია ნულანდი ასევე ნახეთ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა ...