ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 68 ადამიანს, მათ შორის 19 ავადმყოფ ან დაშავებულ ბავშვს და მათ თანმხლებ პირებს მისცა ნებართვა, დატოვონ ღაზის სექტორი და სამკურნალოდ ეგვიპტეში გაემგზავრონ. ეს არის პირველი სამედიცინო ევაკუაცია მაისის შემდეგ, როცა ისრაელმა ამ ტერიტორიის ერთადერთი გამშვები პუნქტი დაიკავა. ომმა, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მთლიანად გაანადგურა ღაზის სექტორის სამედიცინო სისტემა - საავადმყოფოები დაიხურა. ჯანდაცვის სამსახურის თანახმად, ათასობით ადამიანს სჭირდება უცხოეთში მკურნალობა, მათ შორის ასობითაა ისეთი, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ასევე ნახეთ შიმშილის გლობალური დაკვირვების სამსახურის თვლის, რომ ღაზაში შიმშილის საფრთხე კვლავ მაღალია ...