დღეს, 28 ივნისს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოხსენებას მოუსმინეს. მთავრობის თავმჯდომარემ გაიმეორა ინიციატივა, რომელიც ვაზიანში დაგეგმილ ახალ აეროპორტთან, 70 000-იანი ტევადობის სტადიონის მშენებლობას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა სპორტული კომენტატორს, რომელმაც სტადიონის საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ამის გამო კობახიძემ მას „პოლიტიკურად მიკერძოებული“ უწოდა. „ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც [სტადიონის მშენებლობას] კი გამოუჩნდა კრიტიკოსები. კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე, მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი ამას რა შეიძლება, დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული, როგორც ჩანს, დაბინდული გაქვს თავიდან ბოლომდე გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ [სტილი დაცულია]. კობახიძემ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის გამო სპორტის კომენტატორს „პოლიტიკურად მიკერძოებული“ უწოდა No media source currently available 0:00 0:00:42 0:00 პრემიერი, სავარაუდოდ, გულისხმობდა გამოცდილ სპორტულ კომენტატორს ტატო ბაციკაძეს, რომელმაც გამოცემა BM.GE-სთან ინტერვიუში ილაპარაკა ახალი სტადიონის მშენებლობის ინიციატივის შესახებ. „ქალაქში, სადაც მიხეილ მესხის და „დინამოს“ სტადიონია, კიდევ ერთი დიდი სტადიონის აშენება საჭირო არ არის. ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის საჭიროებას ვერ ვხედავთ. თავდაპირველად, როდესაც თქვეს, რომ ამ სტადიონის აშენება უნდოდათ, გამიკვირდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს „დინამო“ [„დინამო არენა“] თავის ფუნქციას დაკარგავდა. თუ ახალ სტადიონზე ნაკრებმა უნდა ითამაშოს, მაშინ „დინამოს“ [სტადიონს] აღარაფერი რჩება, გარდა თბილისის „დინამოს“ თამაშებისა, რაც სტადიონს შემოსავალს საერთოდ არ აძლევს და რეალურად ფუნქციასაც უკარგავს, - თქვა ტატო ბაციკაძემ და დაამატა, - რეალურად, უკეთეს რაღაცებში შეიძლებოდა გამოყოფილი ბიუჯეტის გამოყენება, ვიდრე იმ სტადიონის ასაშენებლად, რომელიც მგონია, რომ საჭირო არ არის. მაგალითად, ზუგდიდის სტადიონი, ლანჩხუთის სტადიონი ბოლო პერიოდში რომ ვნახე, კატასტროფულ მდგომარეობაშია. არადა, ისინი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული სტადიონებია“. ასევე ნახეთ მთავრობა თბილისის ახალ აეროპორტთან სტადიონის აშენებას აანონსებს კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტადიონის პროექტის შესახებ თქვა: „[იგეგმება] ახა...