ღია წყაროებზე დაყრდნობით BBC-მ, გამოცემა „Медиазона“-ს მოხალისეებთან ერთად დაითვალა უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპული 57 722 რუსი სამხედროს ვინაობა. მათგან სულ მცირე 40, 2005-2006 წლებშია დაბადებული. რუსული გამოცემა „Важные истории", ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წელს უკრაინის ომში 45 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, რაც ორჯერ აღემატება ომი წინა წელს დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობას. გამოცემის თანახმად, ჭარბსიკვდილიანობის დათვლის მეთოდის გამოყენებით გამოიანგარიშეს, რომ ორ წელში, უკრაინაში სრულმასშაბიანი ომის დაწყების შემდეგ 71 ათასი რისი ჯარისკაცი დაიღუპა. დემოგრაფები, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, მიიჩნევენ, რომ ეს დაღუპულთა მხოლოდ მინიმალური შესაძლო რაოდენობაა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ სიკვდილი შეიძლება დაარეგისტირონ ადამიანის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, ასევე მისი ფაქტობრივი დაღუპვის ადგილას, მაგალითად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან რუსსტატი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლებს არ აქვეყნებს. ოფიციალურ სტატისტიკაში არ ხვდებიან ასევე უგრო-უკვლოდ დაკარგულები, ნათქამია გამოცემის სტატიაში. ...