28 ივნისს უკრაინაში კონსტიტუციის დღე აღნიშნეს. ამასობაში მოსკოვი ზედიზედ მეორე დღეა დრონებითა და არტილერიით იერიშებს ახორციელებს უკრაინის სამხრეთის რაიონებში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამემამულეებს მიულოცა კონსტიტუციის დღე და აღნიშნა ომის დროს ეროვნული სოლიდარობის მნიშვნელობა. „კონსტიტუციის მე-17 მუხლი: უკრაინის დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და უკრაინელი ხალხის უმნიშვნელოვანესი საქმეა. მილიონობით უკრაინელი ყოველდღე ამტკიცებს ამის ერთგულებას,“ განაცხადა ზელენსკიმ. მისი მიმართვა გაისმა მაშინ, როცა რუსეთმა 28 ივნისს, ზედიზედ მეორე დღეს, განახორციელა იერიშები ქალაქ ნიკოპოლზე, ქალაქზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, იტყობინება დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი სერჰი ლისაკი. მისი თქმით, ქალაქში რამდენიმე სახლი და სამრეწველო ობიექტი დაზიანდა. ...