ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ტრადიციულად ახლო ურთიერთობაშია მოსკოვის საპატრიარქოსთან, კვირას, 30 ივნისს, თავის ახალ პატრიარქად აირჩია 52 წლის მიტროპოლიტი დანიელი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, წმინდა სინოდის შეკრებაზე, რომელიც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ორგანოა, დანიელს მხარი დაუჭირა 138-იდან 69-დელეგატმა. მისმა კონკურენტმა გრიგორიმ, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იცავს, 66 ხმა მიიღო. კიდევ სამი ხმა ბათილად იქნა მიჩნეული. დანიელი გახდა მემკვიდრე პატრიარქ ნეოფიტისა, რომელიც 2024 წლის მარტში გარდაიცვალა 2024 წლის მარტში. პატრიარქი ნეოფიტე გარდაცვალებამდე ხშირად აკრიტიკებდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიას და რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდებდა. ასევე ნახეთ გააძლიერებს თუ არა პატრიარქ ნეოფიტეს გარდაცვალება რუსეთის გავლენიდან ბულგარეთის ეკლესიის გამოსვლას? უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომიდან რამდენიმე თვის თავზე, ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოსთან. ხოლო 2023 წლის სექტემბერში, ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) სამი წარმომადგენელი, მათ შორის ამ ეკლესიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ვასიანი (ერისკაცობაში ნიკოლაი ზმეევი). ...