როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები წერენ თავიანთ ყოველდღიურ ანგარიშში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინაში გაიმარჯვებს გრძელვადიანი, „მცოცავი“ საიერიშო ოპერაციების წყალობით. ეს პუტინს მისცემს სტიმულს, გააჭიანუროს ომი, რომლის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა. ამჟამად რუსეთის სამხედრო სარდლობა უპირატესობას ანიჭებს თანმიმდევრულ საიერიშო ოპერაციებსა და ტაქტიკურ წარმატებებს და არა ფართო მასშტაბის ცვლილებებს ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაში, აღნიშნავს ISW. „პუტინი და რუსეთის სარდლობა, როგორც ჩანს, განიხილავენ მცოცავ შემტევ ოპერაციას როგორც უკრაინაში წარმატების მიღწევის უფრო გარანტირებულ მიდგომას, ვიდრე მსხვილ მობილურ საიერიშო ოპერაციებს და, როგორც ჩანს, ისინი შეეგუვნენ იმას, რომ რუსეთის ჯარებს მოუწევთ, ცალკეულ ოპერატიულად მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას ეცადონ მრავალი თვის, თუ არა წლის, განმავლობაში,“ წერენ ამერიკელი ანალიტიკოსები. დიდი ალბათობით, პუტინი ვარაუდობს, რომ რუსეთი შეძლებს ხელში ჩაგდებული ნებისმიერი ტერიტორიის შენარჩუნებას და რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო მეტი შანსი აქვს რუსეთს, მიაღწიოს დეკლარირებულ ტერიტორიულ მიზნებს, რომლებზეც კრემლი შეგნებულად ლაპარაკობს მაქსიმალურად ბუნდოვნად. პუტინი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ უკრაინაში ნელი წინსვლა დასავლეთს დაარწმუნებს იმაში, რომ რუსეთის სამხედრო გზით დამარცხება შეუძლებელია, და რომ ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა ჯობია უკრაინის სრულ მარცხს. ამჟამად პუტინი მხოლოდ კიევის სრულ კაპიტულაციაზეა მზად. ის მოლაპარაკებებით მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას განიხილავს მექანიზმად, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, მოემზადოს სამომავლო შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის, მიაჩნიათ ISW-ის ანალიტიკოსებს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც შექმნის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის პრეცედენტს, გარდა იმ პრეცედენტისა, რომელიც შექმნა მინსკის შეთანხმებებმა ყირიმის ანექსიის შემდეგ, გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს, რათა მომავალში მიაღწიოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის სრულ განადგურებას, მიაჩნიათ ამერიკელ ანალიტიკოსებს. ასევე ნახეთ ზელენსკი განმარტავს, რუსეთთან მოლაპარაკების რომელ მოდელს დაუჭერს მხარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაზეთ Philadelphia Inquirer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 30 ივნისს განაცხადა, რომ, მისი აზრით, დასავლეთს უკრაინის სრული გამარჯვებისა ეშინია, ვინაიდან ის შიშობს, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში მის სტაბილურობას საფრთხე შეიძლება შეექმნას. ISW-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან ბრძოლაში უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდება არის ერთადერთი საშუალება, რომ პუტი...