მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მიიჩნია, რომ 2024 წლის 9 ივნისს მომხდარ ინციდენტში მარიამ წიწიკაშვილი სამართალდამრღვევი იყო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), მას ჯარიმა დააკისრა. три საქმის განხილვის დროს, მარიამ წიწიკაშვილის ადვოკატი სასამართლოს შეახსენებდა თმენის ვალდებულებას, რომელიც პოლიტიკოსებს აქვთ მათდამი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებთან. წიწიკაშვილი 9 ივნისს პოლიციამ დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქმეზე დაკითხული პოლიციელებიდან არცერთი არ ყოფილა დაკავების ოქმის შემდგენი - ის, ვინც მარიამის დაკავება აეროპორტში ოფიციალურად გააფორმა. ასევე ნახეთ შსს მარიამის წინააღმდეგ - ჩათვლის თუ არა სასამართლო პარლამენტარის კრიტიკას ხულიგნობად საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“ - სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით - და სამი მოსმენით მიიღო. ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“. ...