ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისინი არიან "რეალურად შეშფოთებული", მაგრამ ასევე აქვთ "რეალური შესაძლებლობები". "[საქართველოში "უცხო ქვეყნის აგენტების კანონის" გამო] ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოვთქვით ღრმა შეშფოთება, განსაკუთრებით მისი მიღების გამო. ასევე ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების საჩვენებლად და ვფიქრობ, ამაზე თქვენ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოს და ქართველების უმრავლესობას სურს", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებს საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“ - სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით - და სამი მოსმენით მიიღო. ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“. ასევე ნახეთ „აგენტების კანონი“ არჩევნებზე უარყოფითად აისახება - PACE-ს რეზოლუცია ...