თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოიყვანა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები. მათ აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. три მერვედფინალამდე F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ოთხი ქულით დაასრულა. პირველ მატჩში თურქეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:3. მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 დაასრულა. მესამე მატჩში კი ანგარიშით 2:0 სძლია ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიის ნაკრებს. ასევე ნახეთ ესპანეთთან მარცხით საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა ასევე ნახეთ საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან 12.25 მილიონ ევროს მიიღებს ასევე ნახეთ ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრები "ევრო 2024-ის" მერვედფინალში გავიდა ...