მაღალი ტემპერატურის გამო, კიევში საშიში ნივთიერებების კონცენტრაცია სამშაბათს მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს მიაღწევს. „2 ივლისს, დღის განმავლობაში, დედაქალაქში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია მიაღწევს მაქსიმალურ დასაშვებ დონეს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს კიევში ტემპერატურა +32°-ს მიაღწევს. როგორც გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" წერს, ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, არ გაატარონ ბევრი დრო მზეზე, უფრო ხშირად სვან წყალი და ჩაატარონ შენობების სველი წმენდა. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, კიევში გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება - "უკრენერგო" მოსახლეობას დენის ყაირათიანად ხარჯვისკენ მოუწოდებს. ასევე ნახეთ კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად მრავალსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა ...