ჩინეთისა და რუსეთის კომპანიები მუშაობენ "კამიკაძის" ტიპის დრონების წარმოებაზე. იგი დაეფუძნება ირანული "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის მოდელს - ეს ინფორმაცია აშშ-ში დაფუძნებულ მედიასაშუალება Bloomberg-ს ანონიმურობის დაცვის პირობით აცნობეს ევროპის ოფიციალურმა პირებმა. წყაროთა ინფორმაციით, კომპანიებმა პირველი მოლაპარაკება 2023 წელს გამართეს და მიმდინარე წელს უკვე მოდელის შემუშავება და ტესტირება დაიწყეს. ჩინეთის ერთ-ერთმა კომპანიამ შარშან წარმოადგინა დრონი Sunflower 200, რომელიც ძალიან ჰგავს ირანში წარმოებულ, Shahed-136-ის ტიპის საფრენ აპარატს. ირანულ დრონებს რუსეთი იყენებს მის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში. ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: ფხენიანისა და თეირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას სერიოზული გლობალური შედეგები აქვს ...