აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ ივლისის ბოლოს, როცა ისრაელის ლიდერი ღაზაში თავისი ქვეყნის მიერ წარმოებული ომის თაობაზე აშშ-ის კონგრესს მიმართავს. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი 2 ივლისს ავრცელებს. ღაზაში ომის მიმდინარეობისას, აშშ-მა შეინარჩუნა თავისი ძლიერი მხარდაჭერა ისრაელისადმი - როგორც დიპლომატიური, ისე იარაღის მიწოდების ჭრილში, - თუმცა ბაიდენმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება ისრაელის ქმედებებზე. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე ომს 38 000-მდე ადამიანი შეეწირა. ასევე ნახეთ გაერო: ღაზაში 1,9 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია ...