მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ნებართვის გარეშე მძღოლებს შეუძლიათ ავტომობილების წინა გვერდითა საქარე მინები 60%-მდე დაამუქონ. აქამდე ეს მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი. კვლავ უცვლელი რჩება წინა და უკანა საქარე მინების დამუქებაზე დაწესებული შეზღუდვები: წინა საქარე მინის დამუქება შესაძლებელია 30%-მდე; უკანა გვერდითა მინების - 75%-მდე. ავტომობილის მინებში შუქგამტარობას საპატრულო პოლიცია სპეციალური მოწყობილობით ამოწმებს. დადგენილი წესის დარღვევისთვის ჯარიმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არის გათვალისწინებული. ...