ტრამპმა დღეს უნდა გვითხრას, როგორ აპირებს ომის დასრულებას პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს არაერთხელ უთქვამს, რომ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა. თუმცა ტრამპს არასოდეს დაუსახელებია ამ გეგმის დეტალები. "თუ ტრამპმა იცის, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, სამართლიანი იქნებოდა, რომ ეს მან დღეს გვითხრას. რადგან თუ უკრაინის დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე, თუ არსებობს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, გვექნება თუ არა ნოემბერში აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა თუ სულ მარტო ვიქნებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე ნახეთ Washington Post-ი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი უკრაინას ტერიტორიის დათმობისკენ უბიძგებს მან უარყო მოსაზრება, რომ უკრაინისა და რუსეთის ჯარები ბრძოლის ველზე ჩიხში იმყოფებიან. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს ცოცხალი ძალის თვალსაზრისით უკეთესი პოზიციები აქვთ, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ახალი შეტევის დაწყება მხოლოდ მათი ბრიგადების შეიარაღებით დროულ უზრუნველყოფას უკავშირდება. ზელენსკიმ დაიჩივლა დასავლელი მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების შეფერხებაზე და აღნიშნა, რომ ის "პოტენციურად მზად არის" შეხვდეს ტრამპს მისი გუნდის წინადადებების მოსასმენად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერებით ილაპარაკა 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე, რომელიც აშშ-ის კონგრესმა წელს ექვსთვიანი შეფერხების შემდეგ დაამტკიცა. მაგრამ მან ისიც აღნიშნა, რომ ძალიან დიდი დრო სჭირდება სამხედრო ტექნიკის ფრონტზე მიტანას. "ეს არის ამ ომის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომ გადაწყვეტილებასა და რეალურ ფაქტს შორის ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხნის ლოდინი გვიწევს", - განაცხადა ზელენსკიმ. ივნისის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მისმა ორმა უახლოესმა მრჩეველმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, გეგმა ითვალისწინებს კიევის გაფრთხილებას იმაზე, რომ აშშ მისთვის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს მხოლოდ რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში. ასევე ნახეთ ტრამპს, არჩევნების მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს ...