დღეს, 3 ივლისს, გამართულ პროცესზე ბრალმდებელი მიხეილ ბერიაშვილი ბაბაევისთვის გირაოს სახით 10 000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორი შუამდგომლობას იმით ასაბუთებდა, რომ, მისი მტკიცებით, არის ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ბაბაევის ინტერესების დამცველები კი აცხადებდნენ, რომ გირაოს გამოყენების საჭიროება საერთოდ არ არსებობდა, რადგან ბაბაევი ბოლო ერთ თვეში არც მიმალულა და არც სხვა დანაშაულის ჩადენა არ უცდია. სოსო ბაბაევს დღეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის საფუძველი გახდა რამდენიმე სამართალდამცველის ჩვენება. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ბაბაევის იარაღით გადაადგილების შესახებ და იგი ამიტომ გააჩერეს, გაჩხრიკეს და იარაღი ამოიღეს. სოსო ბაბაევი თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მან განაცხადა: „ცეცხლსასროლი იარაღით მოძრაობდაო, ჩემზე ხომ იძახიან? ამ მძიმე ბრალდებაზე თვითონ პროკურატურამაც კი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როცა გირაოს შეფარდება მოითხოვა. მათ მთელი საქმე თავზე დაეხათ. ახლა მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ იარაღის ჩამდები პოლიციელები გადაარჩინონ. მე ვფიქრობ არ გამოუვათ, გავიმარჯვებთ და ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ“, - განაცხადა ბაბაევმა. სოსო ბაბაევის საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 2 აგვისტოს დაიწყება. 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი - უკანონოდ. სააპელაციო სასამართლოს პროკურატურამ ბაბაევის საქმეზე მას შემდეგ მიმართა, რაც 6 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო ბაბაევის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებული ჩხრეკის ოპერაცია. პოლიციის მიერ 4 ივნისის ღამით დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს. სოსო ბაბაევი სააპელაციო სასამართლოს არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს. მოსამართლე დარბაიძის განჩინებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები - ის იარაღები, რომლებიც, შსს-ს ვერსიით, ბაბაევის და მის...