უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ, რომ დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ კონსერვატორ ამერიკელ კომენტატორთან, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან. 4 ივლისს მან სოციალური ქსელით(X) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორწლიანი მცდელობის შემდეგ, როგორც ჩანს, მიაღწიეს ზელენსკისთან ინტერვიუს. კარლსონის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუს მცდელობა განსაკუთრებულად ინტენსიური იყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ინტერვიუს შემდეგ და იმედია, ეს მალე მოხდება. ტაკერ კარლსონს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში თავისი წყაროების უფრო ყურადღებით შემოწმება ურჩია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა სერგი ნიკიფოროვმა. „უკრაინის პრეზიდენტს სულ სხვა გრაფიკი აქვს და იქ ტაკერ კარლსონი არ არის“, - წერს ფეისბუკზე ნიკიფოროვი. ასევე ნახეთ მას უნდა, რომ პუტინს მოუსმინოთ - ვინ არის ტაკერ კარლსონი? ტაკერ კარლსონმა 2024 წლის თებერვალში ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელმაც ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი პროპაგანდისთვის. ...