საპრეზიდენტო არჩევნებში ფეზეშქიანის კონკურენტი იყო მკაცრი ხაზის ყოფილი მიმდევარი საიიდ ჯალილი. ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდა, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო. სწორედ ამის გამო დაინიშნა მეორე ტური, რომელიც 5 ივლისს გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნები ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო გაიმართა. ასევე ნახეთ ვინ იყო და რას ცვლის პრეზიდენტ რაისის სიკვდილი ირანის პოლიტიკაში ...