უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, 6 ივლისს მათ მოიგერიეს მორიგი ტალღა დრონებით განხორციელებული შეტევებისა, რომელთა სამიზნე იყო ქვეყნის 12 რეგიონი. მანამდე უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან დონეცკზე მიტანილმა იერიშმა იმსხვერპლა სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაიჭრა კიდევ რამდენიმე პირი. „6 ივლისის ღამეს მტერმა იერიში განახორციელა "შაჰედის" ტიპის 27 დრონით“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო თავდაცვა ტელეგრამით, და დასძენს, რომ თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 24 დრონი, სხვადასხვა რეგიონის თავზე. პარალელურად, სუმის რეგიონის და დედაქალაქ კიევის მესვეურები აცხადებენ, რომ რუსეთის დრონებმა გამოიწვია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა წყლის მომარაგების სისტემისთვის, რის გამოც წყლის მიწოდება დროებით შეფერხდა. ასევე ნახეთ უკრაინა და რუსეთი დრონებით მორიგი თავდასხმების შესახებ იუწყებიან ...