კახაბერ ზურაბაშვილის დაკრძალვა 2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც გაირკვა, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავს მართავდა კახაბერ ზურაბაშვილი, რომელმაც კატაპულტირება ვერ მოასწრო. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. ასევე ნახეთ „სუ-25“ - თვითმფრინავი საბჭოთა წარსულიდან - სანამ გამოძიება რამეს იტყვის საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 401-ე მუხლით, „სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“. ...