თურქეთი "ნებისმიერ დროს" გაუგზავნის მიწვევას სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შესაძლო მოლაპარაკებებზე, რომლითაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის კავშირები უნდა აღდგეს - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 7 ივლისს. "ჩვენ მოწვევას გავუგზავნით [ასადს]; ამ მოწვევით გვსურს თურქეთ-სირიის კავშირები უწინდელ დონეზე აღვადგინოთ. ჩვენი მოწვევა ნებისმიერ დროს იქნება მოქმედი" - თქვა ერდოანმა, თურქეთის მედიაში გავრცელებული მისი ინტერვიუს ტექსტის თანახმად. თურქეთმა სირიასთან კავშირი 2011 წელს გაწყვიტა, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ - რომელშიც თურქეთი მხარს უჭერდა ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს. ასევე ნახეთ ერდოანმა პალესტინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა ...