„[გადაწყვეტილება] არ ეხება სარედაქციო პოლიტიკას. მიიღო გადაწყვეტილება, რომ არანაირი ფორმით არ დარჩეს არხზე“, - ამბობს იმედა დარსალია. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას, რომ ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა უარყოფს, რომ არხის თანამშრომლებს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ: „პირველი თვის ხელფასი ჩაირიცხა, მეორე თვის დღეს ირიცხება...“ რადიო თავისუფლება ცდილობდა შოთა შალელაშვილთან (რომლის ოჯახსაც ეკუთვნის არხი) და ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას, მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. არხი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა. ასევე ნახეთ „ჩემი მეუღლის ტელევიზიაა“ - რატომ გაიხსნა და ვის ეკუთვნის TV24 ამ დრომდე ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და ერთი პოლიტიკური ტოქშოუ გადის. ...