2025 წლის იანვარში იგეგმება გზისა და გვირაბის მშენებლობის დასრულება, რომელიც თბილისში, ბაგების ახალი ხიდიდან მიმავალ ავტომანქანებს პირდაპირ დააკავშირებს ქავთარაძის ქუჩასთან, შავიშვილის ქუჩის გავლით. „პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება“, - თქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ახალი პროექტის მშენებლობას გაეცნო. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარებიც მოწყობა. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი, თითო მიმართულებით. პროექტი დაახლოებით, 12 მილიონი ლარი დაჯდება. ასევე ნახეთ ბაგებისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა 29 მაისს, თბილისში, ბაგებისა და თსუ-ს მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის გასწვრივ, საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ასევე ნახეთ 15 ივნისიდან წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია იწყება ასევე ნახეთ ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გვირაბიდან თამარაშვილამდე მოძრაობა ორივე მიმართულებით სამი თვით აიკრძალება ...