სამმა ოპოზიციურმა პარტიამ („ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“) 9 ივლისს გაერთიანების შესახებ გამოაცხადა. ისინი ერთიანი სიით აპირებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მათთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობდა „ლელო“, რომელიც ოპოზიციურ ალიანსში არ აღმოჩნდა. შეკითხვაზე, რატომ არ შედგა „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება, რადიო თავისუფლებას უპასუხა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, პარტია „ლელოდან“. მისი თქმით, საჭირო არის საზოგადოებისთვის რეალური სიახლის შეთავაზება. სამადაშვილმა შენიშნა, რომ მოლაპარაკებების მონაწილე პარტიებთან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. „ჩვენ პირველ რიგში პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ებრძვის რუსულ რეჟიმს. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას სჭირდება რეალურად ამ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის დარღვევა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. საჭიროა, რეალური სიახლის შეთავაზება, ეს მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს საზოგადოებრივ დაკვეთას. ამიტომ, არსებობს ზოგადი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპების დონეზე და ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ ჩვენი კარი ღია რჩება შემდგომი კონსულტაციებისთვის. ჩვენ არა მხოლოდ იმ ადამიანებთან ვაწარმოებდით საუბარს, ვინც დღეს გაერთიანდა, არამედ სხვადასხვა ჯგუფებთან, საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებთან და პარტიებთან, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ისეთი ფორმულა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს იმას, რასაც ელოდება. ეს არის ნამდვილი სიახლე“, - გვითხრა დეპუტატმა. სამადაშვილმა არ დაასახელა, კონკრეტულად, რა საკითხებზე ვერ შედგა შეთანხმება. „ამით შემოვიფარგლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს შეთავაზება რეალურად ახალი პოლიტიკური პლატფორმა, შეთავაზება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ჩვენ გვქონდა“, - თქვა სალომე სამადაშვილმა. შეკითხვას - გაგრძელდება თუ არა ახალ გაერთიანებასთან მოლაპარაკება? - სამადაშვილმა უპასუხა: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავარი ამოცანა ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ძალიან დამაჯერებელი მარცხი 26 ოქტომბერს. ამიტომ არასდროს არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას არავისთან, ვინც რეჟიმს უპირისპირდება“. ასევე ნახეთ „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ არჩევნებისთვის ერთიანდებიან სამი ოპოზიციური პარტია - „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. პარტიების ლიდერებმა 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი საერთო კამპანიას დაიწყებენ. „ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტო...