რუსეთმა 10 ივლისს იერიში მიიტანა ინფრასტრუქტურულ სამიზნეებზე უკრაინის შავი ზღვის პორტ ოდესაში და კიდევ შვიდ რეგიონში - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს სამი რაკეტა ხუთიდან და 14 დრონი 20-დან, რომლებიც რუსეთმა გაუშვა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ვინიცისა და რივნეს რეგიონებისკენ - წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლა ოლეშჩუკი ტელეგრამით. ოდესის პორტის თავზე ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა და სამი დრონი - დასძენს ოლეშჩუკი. ოდესა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილია უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისთვის, ხშირად ხდება რუსეთის თავდასხმების სამიზნე. ასევე ნახეთ ოდესაზე თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები ასევე ნახეთ რა არის ცნობილი კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე? ...