ევროკავშირის და აშშ-ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის სფეროში დახმარების შეჩერებას, კობახიძის თქმით, არ პასუხობს ურთიერთობების გადატვირთვაზე საქართველოს ხელისუფლების მოლოდინს. „პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხის გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, - აღნიშნა კობახიძემ და აქცენტი აშშ-სთან ურთიერთობაზე გააკეთა, - გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება არის თავიდან ბოლომდე მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ამ თვალსაზრისით, ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ეს შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ვართ ამისათვის თავიდან ბოლომდე მზად“. 9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე: „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ, „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 2024 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად. 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდე...