აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ არჩევის შანსებზე ახალი ეჭვები გამოთქვეს გავლენიანმა ნენსი პელოსიმ და ჯორჯ კლუნიმ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვა დემოკრატ დეპუტატებსა და დონორებზე. ეჭვები ასევე გამოთქვა კიდევ ორმა სენატორმა. ბაიდენმა დროზე უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა თეთრი სახლისთვის ბრძოლას 2024 წელს, განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ბაიდენის ძველმა მხარდამჭერმა პელოსიმ MSNBC-ის ეთერში. მან ამავე დროს არ ისურვა ცალსახად ეთქვა, რომ სურს კენჭისყრაში ბაიდენის მონაწილეობა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმ, დემოკრატიული პარტიის წევრმა, რომელიც გასულ თვეში ბაიდენისთვის სახსრების შეგროვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, უარი თქვა შემდგომ დახმარებაზე და 10 ივლისს The New York Times-ში კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. კლუნი წერს, რომ ბაიდენი აღარ არის ის კაცი, რომელიც იყო 2020 წელს. Reuters -ის ცნობით, სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კერძო საუბარში მიანიშნა, რომ ის ბაიდენის გარდა, ღიაა დემოკრატების ყველა კანდიდატისთვის. 81 წლის ბაიდენი თითქმის ორი კვირაა ცდილობს, ზურგი არ შეაქციონ დემოკრატმა კანონმდებლებმა და სხვა პირებმა, რომლებიც შიშობენ, რომ 27 ივნისს დებატებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, შეიძლება 5 ნოემბერს კენჭისყრა წააგოს 78 წლის რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან. ასევე ნახეთ თეთრი სახლი უარყოფს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს პარკინსონის დაავადება აქვს ასევე ნახეთ ბაიდენი არ აპირებს უარი თქვას პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრაზე ...