საქართველოს პრეზიდენტმა 11 ივლისს 13 მსჯავრდადებული შეიწყალა, ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული", - წერია განცხადებაში. ადმინისტრაცია შეწყალებულთა ვინაობას არ ასახელებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუძლია ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ადამიანის შეწყალება. ...