უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მან შავ ზღვაში დააპატიმრა უცხოეთის სატვირთო გემი, რომლის კაპიტანიც დაკავებული ჰყავთ. სამსახურის თანახმად, გემს, რომელიც შუა აფრიკის დროშით მოძრაობდა, უკანონოდ გადაჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებული რეგიონიდან - ყირიმიდან - ახლო აღმოსავლეთში გასაყიდად. გემის კაპიტნის შესახებ ცნობილია, რომ ის სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა. კიევი ამტკიცებს, რომ 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს უკანონოდ გააქვს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, კიევის თანახმად, 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსეთმა გაიტანა ერთი მილიარდი დოლარის მიტაცებული პროდუქტი. მოსკოვი უარყოფს უკრაინის მარცვლეულის მიტაცებას. ასევე ნახეთ „ექსპროპრიაცია კულტურაში“: რუსეთი აძლიერებს არტეფაქტების მითვისებას ოკუპირებულ უკრაინაში ...