ვაშინგტონში დაიხურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) 75-ე სამიტი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალიანსის ლიდერებთან შეხვედრის ბოლოს თავის მოკლე სიტყვაში აღნიშნა, რომ მოკავშირეთა ძალისხმევა „გაერთიანებულია“ და ისინი რუსეთს არ მისცემენ უკრაინის დამარცხების საშუალებას. გამოსვლის დასრულების შემდეგ მან სიტყვა გადასცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც შეცდომით "პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა. ჯო ბაიდენმა შეცდომა მყისვე შეასწორა, თუმცა ამან კიდევ ერთი არგუმენტი მისცა მათ, ვინც ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან ჩამოშორებას ურჩევენ. ასევე ნახეთ ბაიდენზე დემოკრატების მხრიდან მზარდი ზეწოლაა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ბაიდენმა დროზე უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა თეთრი სახლისთვის ბრძოლას 2024 წელს, განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ბაიდენის ძველმა მხარდამჭერმა პელოსიმ MSNBC-ის ეთერში. მან ამავე დროს არ ისურვა ცალსახად ეთქვა, რომ სურს კენჭისყრაში ბაიდენის მონაწილეობა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმ, დემოკრატიული პარტიის წევრმა, რომელიც გასულ თვეში ბაიდენისთვის სახსრების შეგროვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, უარი თქვა შემდგომ დახმარებაზე და 10 ივლისს The New York Times-ში კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. კლუნი წერს, რომ ბაიდენი აღარ არის ის კაცი, რომელიც იყო 2020 წელს. 81 წლის ბაიდენი თითქმის ორი კვირაა ცდილობს, ზურგი არ შეაქციონ დემოკრატმა კანონმდებლებმა და სხვა პირებმა, რომლებიც შიშობენ, რომ 27 ივნისს დებატებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, შეიძლება 5 ნოემბერს კენჭისყრა წააგოს 78 წლის რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან. ...