ბათუმში, ლეონიძის N35-ში მდებარე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შენობიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ 12 ივლისს, 06:00 საათზე შეტყობინება შევიდა მაღალი სართულიდან მამაკაცის ვარდნის შესახებ. ადგილზე მისულ ბრიგადას მოზარდი დაღუპული დახვდა. უნივერსიტეტის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საერთო საცხოვრებლის ოთხსართულიან კორპუსში მიმდინარეობს სახურავის შეკეთების სამუშაოები, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, დაღუპული კომპანიას წარმოადგენდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოს ასრულებდა ის ან რა მიზნით იმყოფებოდა შენობაში. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. რადიო თავისუფლება ცდილობს კომპანიასთან დაკავშირებას. ...