რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ემინე ჯაფაროვამ გადადგომის შესახებ წერილი დაწერა. "მოვლენები, რომლებიც ჩემსა და ჩემი ოჯახის გარშემო განვითარდა, სამწუხაროდ, მანიპულაციური და უსამართლოა. ამიტომ, ჩემი ძალისხმევა მიზნად ისახავს ჩემი და ჩემი შვილების უზრუნველყოფას. ასევე გადავწყვიტე, აღარ დავრჩე საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ჩემი გადადგომის შესახებ შესაბამისი განცხადება მინისტრ დმიტრო კულებას გავუგზავნე", - წერს ჯაფაროვა თავის ფეისბუკის გვერდზე. три თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯაფაროვა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა. ამასთან, აპრილამდე იგი კვლავ მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ემინე ჯაფაროვას მეუღლე არის ნაციონალიზებული „პრივატბანკის“ ყოფილი თანამფლობელი და ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი გენადი ბოგოლიუბოვი, რომელმაც, გამოძიების ნაციონალური ბიუროს თანახმად, ქვეყანა ივნისის ბოლოს დატოვა უკრაინის მოქალაქის ვადაგასული პასპორტით. 9 ივლისს საგამოძიებო ბიურომ ბოგოლიუბოვს აცნობა, რომ ეჭვმიტანილია სხვა პასპორტის გამოყენებით პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადასვლის მცდელობაში. ეჭვმიტანილი ბიზნესმენი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, საერთოდ დაბრუნდება თუ არა უკრაინაში. გენადი ბოგოლიუბოვი პოლონეთიდან დიდ ბრიტანეთში, იქიდან კი ვენაში გაემგზავრა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ რკინიგზის სადგურამდე გენადი ბოგოლიუბოვი მისმა პარტნიორმა, ემინე ჯაფაროვამ მიაცილა. ემინე ჯაფაროვა აღნიშნავს, რომ არ დაურღვევია კანონი და არ გამოუყენებია თავისი ოფიციალური პოზიცია „კერძო ინტერესების მისაღწევად". იჰორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორია. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების სიაში არიან. შარშან სექტემბრიდან, კოლომოისკი უკრაინის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. თავიდან მას ბრალი დასდეს უცხოეთში 12,5 მილიარდი დოლარის გატანაში 2013-დან 2020 წლამდე პერიოდში. მოგვიანებით ბიზნესმენს კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს „პრივატბანკის“ 233 მილიონი დოლარის უკანონოდ ხელში ჩაგდების თაობაზე. 2024 წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ იჰორ კოლომოისკის შეატყობინა, რომ ეჭვმიტანილია შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში. კოლომოისკი ბრალდებებს უარყოფს. კოლომოისკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ სპონსორად ითვლებოდა 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას. ასევე ნახეთ იჰორ კოლომოისკის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი ასევე ნახეთ უკრაინელ ოლიგა...