ყირგიზეთის ხელისუფლებამ 12 ივლისს განაცხადა, რომ ორი დღის წინ დააკავეს კაცი, რომელიც, არსებული ცნობით, 3000 დოლარს იღებდა ჩინეთის მოქალაქისგან. იგი თავს ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლად ასაღებდა. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ კაცმა მსხვერპლს ადრე გამოსძალა 18 000 დოლარი და "დაჰპირდა" მის წინააღმდეგ დაწყებული - დაუზუსტებელი - საგამოძიებო საქმის დახურვას. წარსულში ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა ადამიანები, უცხოელებისგან ფულის გამოძალვის მიზნით, თავს სამართალდამცავებად ასაღებდნენ. ასევე ნახეთ ყირგიზეთში უცხოელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შედეგად, დაშავებულია ათეულობით პირი, დააკავეს ოთხი უცხოელი ...