კრემლმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი გეგმავდა გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კონცერნის, „რაინმეტალის“ ხელმძღვანელზე, არმინ პაპერგერზე თავდასხმის მოწყობას. პაპერგერზე თავდასხმის გეგმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ახლა გერმანიის სხვა ფირმებიც ამოწმებენ უსაფრთხოების დონეს. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ძნელია კომენტირება ჭორებისა, რომლებიც მტკიცებულების გარეშე ეყრდნობა „რომელიღაც უცნობ წყაროებს“. ამგვარი ცნობები არ შეიძლება სერიოზულად იქნეს მიღებული და ისინი ყალბი ცნობების კატეგორიაში გადიან. აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა. ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების ხუთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. „რაინმეტალი“ არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც, აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას. ასევე ნახეთ აშშ-მა და გერმანიამ ჩაშალეს კომპანია Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მოკვლის რუსული გეგმა - CNN ...