მოსკოვის ოლქში გეგმური შეკეთების შემდეგი საცდელი გაფრენისას ავარია განიცადა რუსული წარმოების "სუხოი Superjet 100-ის" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა. ის კოლომნის მახლობლად, სოფელ დიდ კარასევოსთან ჩამოვარდა. თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. მიწაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, იტყობინება უწყება. ბორტზე იყვნენ ეკიპაჟის წევრები, სამივე დაიღუპა, იტყობინება საგანგებო ვითარებათა უწყება. ისინი კომპანია „სუხოის სამოქალაქო თვითმფრინავების“ თანამშრომლები იყვნენ, იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სამსახური „ტასი“. ეს ამ ახალი, სამგზავრო თვითმფრინავის უკვე მესამე კატასტროფაა ბოლო 13 წლის განმავალობაში. ერთ-ერთი წინასწარი ვერსიით, რომელიც „ტასს“ მოჰყავს ოპერატიულ სამსახურზე დაყრდნობით, Superjet 100-ის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში უწესივრობა იყო. სხვა ვერსიით, ავარია გამოიწვია ორივე ძრავის გათიშვამ. ასევე ნახეთ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი: არ გვაქვს საფუძველი შევაჩეროთ „სუხოი Superjet-100"-ის ფრენა ...