Reuters-ი ავრცელებს ცნობას Politico-ზე დაყრდნობით, რომ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, უარი თქვას თავის ხელახლა არჩევაზე. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მაიკლ ლევინი, რომელმაც საჯაროდ მოუწოდა ჯო ბაიდენს, უარი თქვას თავის ხელახლა არჩევაზე, პრეზიდენტს ვირტუალურად შეხვდა 12 ივლისს. ცნობით, თანაპარტიელმა ბაიდენს უთხრა, რომ დროა, უკვე ვინმე სხვა ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში, იტყობინება Politico ორ წყაროზე დაყრდნობით. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენს, რომელიც უარზეა არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მეტოქეობას გაუწევს რესპუბლიკელი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ასევე ნახეთ ბაიდენმა განაცხადა, რომ კენჭისყრა „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“ ...