საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული MEGOBARI აქტი „არამეგობრულია“ და ურთიერთობების გადახედვის საჭიროებას იწვევს. „სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს. ანუ, არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე ნახეთ აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 11 ივლისს 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რესპუბლიკელი ჯო ვილსონის ინიციატივას, MEGOBARI აქტს. ეს კანონპროექტს გზას უხსნის წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრისთვის. ასევე ნახეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას პირი არ უჩანს - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი დემოკრატიის უკუსვლის გამო სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი - სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება. ...