აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კონკურენტზე, დონალდ ტრამპზე, თავდასხმის მცდელობა და მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება 13 ივლისს პენსილვანიაში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, მომხდარ სროლაზე. გამოძიების ფარგლებში გრძელდება თავდასხმის მოტივების ძიებაც. "ამ ან სხვა ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. თავდასხმა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ, როგორც ერი, ვიბრძვით.... ყველაფერს! - აღნიშნა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოპერაციების ოთახში მიღებული მოხსენების შემდეგ და დასძინა, - მსროლელის მოტივებზე ჩვენ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ვიცით ვინ არის ის. მოგიწოდებთ ყველას, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ვარაუდებს მისი მოტივებისა თუ მისწრაფებების შესახებ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენი მოითხოვს, რომ გაანალიზდეს თავდასხმასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები, რადგან გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ნახევრად ავტომატური შაშხანით შეიარაღებული ადამიანი ასე მიახლოებოდა ყოფილ პრეზიდენტს. აშშ-ის პრეზიდენტების, ყოფილი პრეზიდენტების და სხვა მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე საიდუმლო სამსახურია პასუხისმგებელი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განკარგულება გასცა, "ჩატარდეს დამოუკიდებელი ანალიზი იმისა, თუ როგორ იყო უზრუნველყოფილი ეროვნული უსაფრთხოება [ამომრჩევლებთან] წუხანდელ შეხვედრაზე, რათა დადგინდეს, თუ რა მოხდა“. ანალიზის შედეგად მიღებული დეტალები კი, ბაიდენის თქმით, უნდა გასაჯაროვდეს. ბაიდენმა თავის გამოსვლაში აღნიშნა ისიც, რომ სროლის შემდეგ „მოკლე, მაგრამ სასარგებლო საუბარი“ ჰქონდა ტრამპთან, მაგრამ ამ საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია. „გულწრფელად მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. უფრო ვრცელი სიტყვით ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან 14 ივლისს, ადგილობრივი დროით 20 საათზე, მიმართავს მოსახლეობას. მთელი დღის განმავლობაში, აშშ-ის ხელისუფლება ცდილობდა, დაედგინა დონალდ ტრამპზე პენსილვანიაში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი თავდასხმის მოტივი. FBI-ის ცნობით, ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, წარმოშობით პენსილვანიელი, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია. სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა და ორი დაჭრა. თავად კრუქსი ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა. ასევე ნახეთ FBI: იდენტიფიცირებულია ტრამპზე თავდამსხმელი - ის 20 წლის მეთიუ კრუქსია სროლის შედეგად დაღუპული მეორე ადამიანის ვინაობა მოგვიანებით პენსილვანიის გუბერნატორმა ჯოშ საპირომ გაამხილა. იგი აღმოჩნდა 50 წლის კორი კომპერატორე, რაიონული სახანძრო სამსახურის ყოფილი უფროსი. ინციდენტიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ტრამპი მარჯვნივ შებრ...