ასევე ნახეთ სახალხო დამცველი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „აგენტების კანონი“ „ასეთი ფორმით“ არ მიიღოს „სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას - ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით თუ სხვა ფორმით... ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა სხვა კანონებში ცვლილებების შეტანით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა. როგორც ცნობილია, დღეს, 15 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მოითხოვს, ჯერ შეჩერდეს „აგენტების კანონის“ მოქმედება, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდეს კანონი. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. ასევე ნახეთ სია: დეპუტატები, რომლებმაც „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში და გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს. ასევე ნახეთ „არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“ - NGO-ების და მედიაორგანიზაციების განცხადება კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო ...