ნატო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, სოციალურ ქსელ X-ზე წერს. "ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის და მოუწოდებს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ასევე ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ". три ნატოს 75-ე წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს გაიმართა ვაშინგტონში. სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები. „ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად გაიყვანოს ჯარი მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომელიც იქ ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე განათავსა“, - წერია დეკლარაციის მე-19 მუხლში, რომელშიც ალიანსის წევრები გმობენ რუსულ აგრესიას მის საზღვრებს გარეთ. ორმხრივი ურთიერთობების დაწყებიდან, ნატოს დეკლარაციებში ყოველთვის იყო აღნიშნული საქართველოსთან თანამშრომლობა. 2008 წლიდან მოყოლებული კი, საქართველოს ცალკე ეთმობოდა მთლიანი მუხლი, რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, ურთიერთვალდებულებებს, არამედ ნატოს პირობას, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს. ასევე ნახეთ ნატოს ვაშინგტონის სამიტი: რატომ აღარ მოხვდა ალიანსში საქართველოს გაწევრების პირობა დეკლარაციაში ...