საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019-2024 წლების მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროებმა ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ. საქართველოს სამინისტროებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ევროკავშირისგან 517 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - 46,1 მილიონი ევრო და კერძო სექტორმა - 6,1 მილიონი ევრო. (მოიცავს 75 მილიონ ევროს სესხს Covid 19-ის პერიოდში.) საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) ათ უმსხვილეს ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია: 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები; 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო; 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები; 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები; 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო; 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია. ევროკავშირის 46,1 მილიონი ევროს დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ 47 პროექტს: ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა - 8,6 მილიონი ევრო; დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია - 8 მილიონი ევრო; ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება - 7,9 მილიონი ევრო; უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა - 4,9 მილიონი ევრო; კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები - 4,6 მილიონი ევრო; ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის - 4 მილიონი ევრო; დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება - 3,9 მილიონი ევრო; გარემოს დაცვა და კლიმატი - 2 მილიონი ევრო; საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა - 1,2 მილიონი ევრო; იურიდიული და სასამართლო სისტემა - 1 მილიონი ევრო. ასევე ნახეთ ევროკავშირმა საქართველოს უსაფრთხოებისთვის €354 მილიონზე მეტი დახარჯა - EEAS ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ დემონსტრაციებზე:...