რეესტრში პარტია „ახლის“ თანათავმჯდომარეები ნიკა მელია და ნიკა გვარამია იქნებიან. მომავალი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ კვალიფიციური სუბიექტი იყო. ეს სტატუსი პარტიას ენიჭება წინა არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით და მას აძლევს შესაძლებლობას, ტელეეთერით უფასო სარეკლამო დროით ისარგებლოს. გარდა ამისა, პარტიას წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე აქვს საარჩევნო ნომერი (4). „პარტია არის მემარჯვენე ცენტრისტული გაერთიანება, რომლის მიზანია მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში მონაწილეობა თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით“, - წერია პარტია „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ წესდებაში. პარტიის მიზნებია: ქვეყანაში პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და მუდმივი განახლების მხარდაჭერა; საქართველოში დემოკრატიული და ქმედითი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება; სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მშვიდობიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა; პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა. თანათავმჯდომარეები ნიკა გვარამია და ნიკა მელია პაატა ბურჭულაძის დაფუძნებული პარტიის გადაფორმებას 7 ივნისის შემდეგ ცდილობდნენ. თუმცა საჯარო რეესტრმა პროცესი შეაჩერა, რადგან მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. „სახელმწიფო ხალხისთვის“ ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დააფუძნა. მოგვიანებით პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა პარლამენტის მოქმედმა წევრმა ნიკა მაჭუტაძემ დაიკავა. რაც შეეხება „ახალს“, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დააფუძნეს. ასევე ნახეთ ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ "ახალი" პარტია შექმნეს ...