საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში, ხანძრის შედეგად 30 წლამდე კაცი დაიღუპა. როგორც სამსახურის პრესცენტრში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია. ...